საწრეო მუშაობის მიზნები
მოსწავლემ შეძლოს:
- · ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი;
- · ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები;
- · განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან;
- · შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში;
- · რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას;
- · საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდული განლაგებების (მიმდევრობების) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება;
- · შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი ამოცანების ამოხსნისას;
- · თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად;
- · გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა;
- · ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
No comments:
Post a Comment