საფეხურებრივი სტანდარტის შედეგები და მათი შეფასების ინდიკატორები

II კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები
მიმართულებარიცხვები და მოქმედებები
მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან  და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა ხერხით(მაგალითადჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
Ø  სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;
Ø  ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის გამოყენების აზრს; იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას;
Ø  ასახელებს მითითებული ელემენტის ნომერს ფიგურების ან ნახატების მოწესრიგებულ ერთობლიობაში; ასახელებს მის შემდგომ ან წინმსწრებ წევრთა რიგს.
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
Ø  ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითადთანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
Ø  განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
Ø  ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემოსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).
მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იმავე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;
Ø  აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს; აკავშირებს ამ მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითადგანმარტავს სრული ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში);
Ø  დაადგენს, არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში (მაგალითადსაგანთა დაწყვილებით);
Ø  ირჩევს ხერხს (მაგალითადუკუთვლა ან გამოკლება) და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას.


მათ. II.4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ირჩევს ხერხს (მაგალითად, დაწყვილება), აფასებს და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში; განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?", "ტოლი", "ორჯერ მეტი/ნაკლები");
Ø  ერთგვაროვან საგანთა ორი გროვიდან (რომლებშიც საგნების რაოდენობა მკვეთრად განსხვავებულია) ირჩევს ერთს, რომლშიც საგანთა რაოდენობა დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს;
Ø  ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს ან ხუთეულს;  განმარტავს პასუხს.


მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
Ø  მარტივი ამოცანის ამოსახსნელად ირჩევს შესაბამის მოქმედებას და მისი შესრულების ხერხს;
Ø  იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას და პოულობს მეორე შესაკრებს, თუ ცნობილია პირველი შესაკრები და ჯამი; იყენებს ერთეულის ბიჯით უკუთვლას უცნობი მაკლების პოვნისთვის, მოცემული საკლებითა და სხვაობით და ახდენს გამოყენებული ხერხის  დემონსტრირებას;
Ø  განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტები და ბანკნოტები 100-ის ფარგლებში).

მიმართულებაკანონზომიერებები და ალგებრა
მათ.II.6. მოსწავლეს შეუძლია საგნების ან ნახატების/ფიგურების პერიოდულ განლაგებებს (მიმდევრობებ) განვრცობა, წარმოდგენა და ერთმანეთთან შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  მოცემულ მიმდევრობაში ავსებს რამდენიმე გამოტოვებულ პოზიციას;
Ø  ერთმანეთს ადარებს რამდენიმე (არაუმეტეს სამის) მიმდევრობას და ასახელებს იმ მიმდევრობებს, რომლებიც განლაგების ერთსა და იმავე წესს ემორჩილებიან;
Ø  მოცემული წესის მიხედვით წარმოადგენს მიმდევრობას მხოლოდ ერთი ატრიბუტით (მაგ., ფერით ან ფორმით) განსხვავებული საგნების ან ნახატების/ფიგურების საშუალებით.
მათ.II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი  ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ამოწმებს, არის თუ არა დასახელებული რიცხვი მოცემული ტოლობის (მაგალითად,) უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა;
Ø  შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ევივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითადფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);
Ø  იყენებს შეკრების კომუტაციურობისა (გადანაცვლებადობის) და ასოციაციურობის (ჯუფთებადობის)თვისებებს რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის გამოსათვლელად.

მიმართულებაგეომეტრია და სივრცის აღქმა

მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების (მაგალითად, წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;
Ø  განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე წერტილებს;
Ø  უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.
მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
Ø  აღწერს ობიექტის მდებარეობას მეორე ობიექტის მიმართ შესაბამისი ტერმინების გამოყენებით (მაგალითად, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ);
Ø  გასცემს და თავადაც ასრულებს მოძრაობის ორიენტაციის შემცველ მითითებებს.
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ურთიერთშეთავსებით ადარებს ფიგურათა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
Ø  მოიძიებს ტოლი ფიგურების ნიმუშებს მისთვის ჩვეულ გარემოში; ახდენს ფიგურათა ტოლობის დემონსტრირებას მათი ურთიერთშეთავსებით;
Ø  პოულობს რეალური ობიექტის (მაგალითად, საკლასო ოთახის, სპორტული დარბაზის) წრფივ ზომას არასტანდარტული ზომის ერთეულის (მაგალითად, ნაბიჯის) გამოყენებით.

მიმართულებამონაცემთა ანალიზიალბათობა და სტატისტიკა

მათ. II.11. მოსწავლეს შეუძლია  თვისებრივი მონაცემების შეგროვება მისი უშუალო გარემოცვის შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  აგროვებს მონაცემებს რეალურ ობიექტებზე დაკვირვებით;
Ø  ამოკრებს რამდენიმე მონაცემს ერთგვაროვან მონაცემთა მოკლე სიიდან (არაუმეტეს ათი მონაცემი);
Ø  ამოკრებს საჭირო მონაცემებს უმარტივესი (ორსვეტიანი ან ორსტრიქონიანი) ცხრილიდან.

მათ. II.12. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი მონაცემების მოწესრიგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  განალაგებს მონაცემებს მოცემული თანმიმდევრობით ან მოცემულ პოზიციებზე (მიმდევრობით გამოყოფილი პოზიციების შემთხვევაში);
Ø  მონაცემთა ერთობლიობის ყოველ მონაცემს მიუჩენს ადგილს რომელიმე მოცემულ ჯგუფში (მონაცემთა რაოდენობა არ აღემატება ათს, ხოლო ჯგუფების რაოდენობა - სამს);
Ø  ერთი კლასის ობიექტთა (მაგალითად, გეომეტრიული ფიგურები) შესახებ მონაცემებს ალაგებს/აჯგუფებს რაიმე წესით; განმარტავს დალაგების/დაჯგუფების წესს.

მათ. II.13. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  სიტყვიერად ახასიათებს მონაცემთა სიას (რომელშიც გაერთიანებულია არაუმეტეს 10 მონაცემისა) მონაცემთა საერთო რაოდენობის, განმეორების, პოზიციის, თანმიმდევრობის მიხედვით;
Ø  სიტყვიერად აღწერს/განმარტავს პიქტოგრამას, რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან მონაცემთა წყვილს;
Ø  სიტყვიერად აღწერს/განმარტავს  მონაცემთა უმარტივეს (ორსვეტიან ან ორსტრიქონიან) ცხრილს.

პროგრამის შინაარსი
1.       100-ზე ნაკლები ნატურალური რიცხვები;
2.       ათობითი პოზიციური სისტემა და მისი დემონსტრირება;
3.       არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე და მათი დემონსტრირება;
4.       ეროვნული ფულის ნიშნები;
5.       საგნების, ნახატების ან ფიგურების საშუალებით წარმოდგენილი პერიოდული მიმდევრობები;
6.       შეკრების/გამოკლების (არაუმეტეს ორი მოქმედების) შემცველი მთელრიცხოვანი გამოსახულებები და მათი ევივალენტობა;
7.       შეკრების კომუტაციურობა (გადანაცვლებადობა) და ასოციაციურობა (ჯუფთებადობა) (არაფორმალურად და შესაბამისი ტერმინების გარეშე);
8.       ერთი უცნობი კომპონენტისა და შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველი მთელრიცხოვანი ტოლობები;
9.       ბრტყელი ფიგურები: წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრუდი წირი;
10.   ფიგურის შიგა და გარე არეები, ფიგურის საზღვარი;
11.   საერთო საზღვრის მქონე ფიგურები, მათი საერთო გვერდები და წვეროები;
12.   ტოლი ფიგურები;
13.   მანძილი: ადიციურობა მონაკვეთზე, სიგრძის საზომი არასტანდარტული ერთეულები;
14.   სიბრტყეზე ორიენტაცია და ობიექტთა ურთიერთგანლაგება;
15.   თვისბრივ მონაცემთა შეგროვების საშუალებანი: დაკვირვება, მონაცემთა ამოკრება მონაცემთა სიიდან და ცხრილიდან;
16.   თვისბრივი მონაცემების ორგანიზაცია: მონაცემთა დაჯგუფება;
17.   მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და თვისბრივი ნიშნები: მონაცემთა საერთო რაოდენობა, განმეორება, პოზიცია და თანმიმდევრობა ერთობლიობაში;
18.   მონაცემთა წარმოდგენის საშუალებანი თვისბრივი მონაცემებისთვის: სია, ცხრილი, პიქტოგრამა (რომელშიც ერთი სიმბოლო შეესაბამება ერთ მონაცემს ან მონაცემთა წყვილს).

No comments:

Post a Comment